Перевод: с грузинского на русский

с русского на грузинский

მთა ანუ გორა მრთლად ქჳსა

  • 1 კლდე

    მთა ანუ გორა მრთლად ქჳსა (ფსალ. 26, 5 და 77, 15 და შემდგომი; მატ. 27, 60), камень, каменная гора, скала. სახენი ამისნი არიან: ტინი ფრიად მაგარი, აღმა ამართული; სალი და ქარაფი ვრცელი და მაღალი ნიამორთაგანცა ძნიად სავალი; თირი ლბილი და ადჳლ სათალი, რომლისაც ნატეხს ეწოდება მჭადაქვა და იხმარება სალესავად; კონცხი, აკრა თუ აკარა გრძლად წაშვერილი ზღვათა და მდინარეთა შინა შესული; ჭეო კლდე ფიქალიანი; გოხი ქჳთკირის მსგავსი; კბოდე ზღჳსა ან მდინარის პირის კლდე, ჩაუვალი ვითა პლატე; ბრაგი ზღვათა შინა დაფარული კლდე, სავნებელი ხომალდთათჳს. კუალად კლდეთა მაღალთათჳს ითქმის: კარკატოვანი, პიტალო, ფრიალო, ციცაბო და სხ. (იხილენ თჳსთა ადგილთა). კლდეთა შინა იპოვებიან მეტალნნი, მინერალნი და სხ., რომელთაც ეწოდების ქანი მეტალლთა, ქანი მარილისა, შაბისა, მარმარილოსი და სხ.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > კლდე

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»